воскресенье, 24 апреля 2016 г.

მე-6 დღე

შევქმენით მოსწავლის(მოსწავლეთა ჯგუფის) სავარაუდო ნაშრომი მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით, რისი საშუალებითაც მოსწავლეს გაუადვილდება მითითებული დავალების შესრულება.
შევქმენით ჩეკლისტი, რაც დაეხმარება მოსწავლეს (მოსწავლეთა ჯგუფს)  სწორად შეაფასოს შესრულებული დავალება და მოახდინოს თვითშეფასება.

суббота, 23 апреля 2016 г.

მე5 დღე

ეს მოდული დამეხმარა  დავფიქრებულიყავი, თუ რა გავლენა უნდა ჰქონდეს ინტერნეტს პროექტებით სწავლების პროცესზე. ბლოგზე განვათავსეთსაკუთარი პრეზენტაციები. მოვახდინეთ სხვისი პროექტის  პრეზენტაციის სასწავლო ამოცანებისა და საკვანძო კითხვების შეფასება რუბრიკით. ვისწავლეთ bookmarks-ის გამოყენება სასწავლო პროცესში. გავეცანით სხვადასხვა საძიებო სისტემებს და საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმს, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ და გამოვაყენებინებ ჩემს მოსწავლეებს .

воскресенье, 17 апреля 2016 г.

მე-4 დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. გავეცანით 5 სტრატეგიას, ამ სტრატეგიებში შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს. ეს დამეხმარება მოსწავლეს შევუფასო წინარე ცოდნა, სწავლისა და თანამშრომლობითი უნარები, გაგების შემოწმება მეტაშემეცნების წახალისება.
შევქმენი საპრეტენზაციო ფაილი ჩემი პროექტის წარსადგენად.

суббота, 16 апреля 2016 г.

მე-3 დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვენძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. სტანდარტები დამეხმარა მოვარგო პროექტი ესგ-ს.
სტანდარტების დახმარებით შევიმუშავე მიზნები.
მიმართულების კითხვები დამეხმარა მოსწავლეების გამოწვევაში და სიღრმისეულ წვდომაში.

воскресенье, 10 апреля 2016 г.

მეორე დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების  დაგეგმვის პროცესში.
გავეცანით პროექტის დაგეგმვას,  შევქმენით პორტფოლიო, გავეცანი ელექტრონულ წიგნს "პროექტებით სწავლება", რაც დამეხმარება ჩემი პროექტების სწავლებაში. შევქმენით ახალი ბლოგი. ვისწავლე შეჯამების დადება ბლოგზე.