понедельник, 9 мая 2016 г.

მე-9 დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო- ჩემი პროექტი "ვის ნაკვალევზე ვიზრდებით"
ეს ტრენინგ -მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში ჩართული, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტული სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას ასევე შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში.
მსვლელობისას  ამ მოდულის ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღრო მისი მომზადებისთვის  საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანი, იყო ასევე ნაყოფიერი რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.
მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტები, გავაკეთეთ პრეზენტაციები.
პროექტი იყო ძალიან საინტერესო, ტრენერი კი ფუტკარივით მშრომელი. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო დღეებისათვის.

воскресенье, 8 мая 2016 г.

მე 8 დღე

მეექვსე და მეშვიდე მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი მასწავლებელზე, როგორც ფასილიტატორზე, დიფერენცირებულ სწავლებაზე და მოსწავლის მხარდამჭერზე შემდეგი თვალსაზრისით: მასწავლებელი დიფერენცირებულ მიდგომას იყენებს პროექტული სწავლების დროს, რათა ყველა მოსწავლე ჩართოს აქტივობებში მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. მასწავლებელი ქმნის მოსწავლის მხარდასაჭერ სავარჯიშოს ელექტრონულ ფორმატში, რათა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს თავისი უნარ-ჩვევების და ფაქტობრივი ცოდნის გამოყენება. ფასილიტაცია იმისათვის არის საჭირო, რომ გეზი მივცეთ მოსწავლეებს და გავუადვილოთ თავისი საბაზისო ცოდნის გამოყენება. გავუკეთოთ სკაფოლდინგი მათი სწავლის გასაადვილებლად.შევიტანე ცვლილებები პროექტის გეგმაში.

суббота, 7 мая 2016 г.

მე-7 დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით:პორთფოლიოს რუბრიკის გამოყენების კოლეგას შევუფასე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. გავეცანი ერთ-ერთი პროექტის რუბრიკას და მოვარგე ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს.პროექტის გეგმში შევიტანე ცვლილება, შეფასების დროის ჩარჩოში ჩავამატე შეფასების ორი ინსტრუმენტი ჩეკლისტი და რუბრიკა. გეგმის შაბლონში გავწერე პროექტში გამოყენებული შეფასების მეთოდების მიზნები.



воскресенье, 24 апреля 2016 г.

მე-6 დღე

შევქმენით მოსწავლის(მოსწავლეთა ჯგუფის) სავარაუდო ნაშრომი მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით, რისი საშუალებითაც მოსწავლეს გაუადვილდება მითითებული დავალების შესრულება.
შევქმენით ჩეკლისტი, რაც დაეხმარება მოსწავლეს (მოსწავლეთა ჯგუფს)  სწორად შეაფასოს შესრულებული დავალება და მოახდინოს თვითშეფასება.

суббота, 23 апреля 2016 г.

მე5 დღე

ეს მოდული დამეხმარა  დავფიქრებულიყავი, თუ რა გავლენა უნდა ჰქონდეს ინტერნეტს პროექტებით სწავლების პროცესზე. ბლოგზე განვათავსეთსაკუთარი პრეზენტაციები. მოვახდინეთ სხვისი პროექტის  პრეზენტაციის სასწავლო ამოცანებისა და საკვანძო კითხვების შეფასება რუბრიკით. ვისწავლეთ bookmarks-ის გამოყენება სასწავლო პროცესში. გავეცანით სხვადასხვა საძიებო სისტემებს და საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმს, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ და გამოვაყენებინებ ჩემს მოსწავლეებს .

воскресенье, 17 апреля 2016 г.

მე-4 დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. გავეცანით 5 სტრატეგიას, ამ სტრატეგიებში შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს. ეს დამეხმარება მოსწავლეს შევუფასო წინარე ცოდნა, სწავლისა და თანამშრომლობითი უნარები, გაგების შემოწმება მეტაშემეცნების წახალისება.
შევქმენი საპრეტენზაციო ფაილი ჩემი პროექტის წარსადგენად.